loader

საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მიმავალი პატარძალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მიმავალი პატარძალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

შემზარავი კადრები - საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მიმავალი პატარძალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მოხდა.

32 წლის როზმარი დე ნისიმენტი საქმროსთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებდა და დახმარება საკუთარ ძმას სთხოვა. მაშინ, როდესაც ვერტმფრენი საქორწილო წვეულებისთვის განკუთვნილ ადგილს უახლოვდებოდა, კატასტროფა განიცადა. როზმარი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, ძმასთან, პილოტთან და ფოტოგრაფთან ერთად, რომელიც 6 თვის ორსული იყო.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.