loader

რა ხდება რუსი რეპერის პირად ცხოვრებაში, რომლის სახელსაც ქეთა თოფურიასთან რომანს უკავშირებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსი რეპერის პირად ცხოვრებაში, რომლის სახელსაც ქეთა თოფურიასთან რომანს უკავშირებდნენ

გასულ კვირას ალექსეი დოლმატოვმა (Guf) "ინსტაგრამზე" გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, თუმცა ფოტოზე მისი ახალი რჩეულის სახე არ ჩანს.
ყველა გოგონას ამოცნობას ცდილობდა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ცნობილი მოდელი ლესია ფაკია.
ეს სიმართლე აღმოჩნდა. მოგვიანებით, "ინსტაგრამზე" თავად ლესია ფაკმაც გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: „საუკეთესო დღე“.
შეგახსენებთ, რომ გუფმა ლესიასთან შეხვედრები 2014 წელს დაიწყო - აიზა ანოხინთან დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ. მას შემდეგ წყვილი ერთმანეთს ხან შორდება, ხან ხვდება.
მიმდინარე წლის ზამთარში ტაილანდში ერთად ისვენებდნენ, მაგრამ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა კი ლესია და გუფი კვლავ ერთად არიან.