loader

ტრამპის ვაჟის რუსებთან ფარული შეხვედრების დეტალები - მსოფლიო მედია აქამდე დაფარული, სკანდალური მოლაპარაკების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის ვაჟის რუსებთან ფარული შეხვედრების დეტალები - მსოფლიო მედია აქამდე დაფარული, სკანდალური მოლაპარაკების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპ-უმცროსი უარყოფს, რომ რუს იურისტთან შეხვედრისას მზად იყო, სხვა ქვეყნის ხელისუფლებისგან ჰილარი კლინტონზე კომპრომატი მიეღო, რათა მამამისს დახმარებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპ-უმცროსმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„შეხვედრა რუს იურისტთან, ნატალია ვესელნიცკაიასთან საეჭვო ან უკანონო რომ მომჩვენებოდა, ამის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს შევატყობინებდი. მე არასოდეს ვიმოქმედებ ჩემი ქვეყნის საზიანოდ“, - განაცხადა დონალდ ტრამპ-უმცროსმა.

მისი თქმით, მის თანაშემწეებს წარმოდგენა ჰქონდათ, თუ ვინ არის ნატალია ვესელნიცკაია. „თუ არ ვცდები, 2002 წელს ის პროკურორი იყო მოსკოვში“, - აღნიშნა მან.
როგორც დონალდ ტრამპ-უმცროსმა განაცხადა, მას შემდეგ ის არ შეხვედრია ნატალია ვესელნიცკაიას. მისი თქმით, პოლიტიკა მკაცრი და ბინძური თამაშია და ამერიკული მედია გააკრიტიკა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონის მხარეს დადგნენ.

გასულ კვირას The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპ-უმცროსმა 2016 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, შეხვედრა გამართა რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. გამოცემის ინფორმაციით, ის დათანხმდა შეხვედრას, ვინაიდან მას ჰილარი კლინტონზე კომპრომატის გადაცემას შეჰპირდნენ.