loader

ქეით მიდლტონმა ესპანეთის დედოფლის, ლეტიციას დასაჩრდილად თამამი დეკოლტე მოირგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეით მიდლტონმა ესპანეთის დედოფლის, ლეტიციას დასაჩრდილად თამამი დეკოლტე მოირგო

გასულ დღეებში, ბუკინგემის სასახლეში, ესპანეთის მეფის, ფელიპე VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ლეტიციას საზეიმო მიღება შედგა.
ბრიტანელი მონარქების მთელი ოჯახი მნიშვნელოვან შეხვედრაზე შეიკრიბა, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება კემბრიჯის ჰერცოგინიამ მიიქცია.

ქეით მიდლტონმა თავს პირველად მისცა დეკოლტიანი კაბის ჩაცმის უფლება.

შესაძლოა, ამ სახით ჰერცოგინიას ესპანეთის დედოფლის - ცნობილი ლამაზმანისა და მოდის მიმდევრის დაჩრდილვა სურდა. თუმცა ნაკლებად არც ლეტიცია გამოიყურებოდა, ის ნათელ წითელ კაბაში წარსდგა, დაშვებული მხრებითა და მდიდრული დიადემით.

მაგრამ, ამჯერად ლეტიციამ ქეით მიდლტონის გადაფარვა ვერ შეძლო. მიდლტონმა საგვარეულო სამკაული მოირგო, რომელიც ელისაბედ II-მ პრინცესა დიანას ქორწილზე აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ ყურადღებას შეჩვეული კემბრიჯის ჰერცოგინია ესპანეთის დედოფლის სტუმრობით აშკარად დაბნეულად გამოიყურებოდა.