loader

კადრები კიევიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კიევიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კიევში, მაიდანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

როგორც ტელეარხი 112 იუწყება, აქციაზე ორასამდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეებმა თან უკრაინის პასპორტები მოიტანეს.

„ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით, რათა შემდგომი ქმედებები დავგეგმოთ. ჩვენ ხალხის მობილიზებას ვახდენთ მშვიდი სამოქალაქო პროტესტისთვის. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა შიშია. ჩვენ დავაბრუნებთ სააკაშვილს უკრაინაში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით მოქალაქეობის ჩამორთმევა გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში.