loader

კადრები სტამბოლიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ თვითმფრინავის ფანჯარა ჩაამსხვრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სტამბოლიდან, სადაც ძლიერმა სეტყვამ თვითმფრინავის ფანჯარა ჩაამსხვრია

ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად სტამბოლში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმფრინავის პილოტის ფანჯარაც კი ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ის ავარიულად დაეშვა. სტიქია ადგილობრივმა მედიამ აპოკალიფსადაც კი შეაფასა.

ძლიერმა წვიმამ ქალაქში დატბორა ქუჩები და სარდაფები. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მეჩეთი ჩამოინგრა. სტიქიის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.