loader

"შოკოლადის უკანალი" - რა სიმღერა მიუძღვნა სააკაშვილმა პოროშენკოს, სანამ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკოლადის უკანალი" - რა სიმღერა მიუძღვნა სააკაშვილმა პოროშენკოს, სანამ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თოქ-შოუში, იქამდე, ვიდრე სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას ფლობდა, ერთ-ერთ გადაცემაში პოროშენკოსადმი მიძღვნილი სიმღერა, სახელწოდებით "შოკოლადის უკანალი" გავიდა.

სიმღერას ქალი-სნაიპერი ასრულებს. სიმღერის შინაარსის მიხედვით, პოროშენკო შოკოლადის ბიზნესს ფლობს, კონკრეტულად კი, საკონდიტრო "როშენს".
"აღმოსავლეთში სისხლი მდინარეებად მოდის, შოკოლადის უკანალი კი ხალხს დასცინის", - მღერის გოგონა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თოქ-შოუ ტელეკომპანია "ზიკის" ეთერში გადიოდა. სააკაშვილის თქმით, გადაცემა მიზნად "სიმართლის ფანჯრის გაღებას" ისახავდა.