loader

რა სიტყვებით ესიყვარულება ირაკლი კუტალაძე პუტინს და რა ბიზნესს ფლობს ის რუსეთში მამასთან ერთად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით ესიყვარულება ირაკლი კუტალაძე პუტინს და რა ბიზნესს ფლობს ის რუსეთში მამასთან ერთად

ირაკლი კუტალაძის შესახებ საქართველოში ცნობილი 2012 წელს გახდა. რუსეთში მცხოვრებმა კუტალაძემ ქართველ მომღერალზე იქორწინა და მისი პერსონის მიმართ ყურადღებაც აქედან გაჩნდა.

ირაკლი კუტალაძის ოჯახი დიდი ხანია მოსკოვში საკუთარი ბიზნესის მფლობელია. მამა თეიმურაზ კუტალაძე რესტორნების ქსელ "ბატონის" მფლობელია. ასევე, რძის საწარმოს დამფუძნებელია. მამის კვალს გაჰყვა ირაკლი კუტალაძეც, მას მოსკოვში საკუთარი რესტორანი აქვს.

რესტორანი "სექტემბერი" რუსეთის დედაქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. თავად კუტალაძე რუსული გამოცემისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ "სექტემბერი" მისი მეორე სახლია".

მომზადებულია Palitravideo.ge-ს პარტნიორი საიტის, Reitingi.ge-ს სტატიის მიხედვით