loader

ფეხმძიმე გინეკოლოგმა, რომელიც თავად ემზადებოდა ბავშვის გასაჩენად, მეზობელ პალატაში მწოლიარე პაციენტის მშობიარობა მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხმძიმე გინეკოლოგმა, რომელიც თავად ემზადებოდა ბავშვის გასაჩენად, მეზობელ პალატაში მწოლიარე პაციენტის მშობიარობა მიიღო

ექიმმა ქალმა, რომელიც თავად ემზადებოდა მშობიარობისთვის, მეზობელ პალატაში მწოლიარე პაციენტის მშობიარობა მიიღო.

ექიმი ამანდა ჰესი კენტუკის შტატში, ფრანკფორტის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მუშაობს. მან გაიგონა მედდების საუბარი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ახალმოყვანილი ორსული სასწრაფოდ იყო სამშობიაროში შესაყვანი, თავისუფალი ექიმი კი არ ჩანდა.

”ავდექი, ჩემს ხალათზე ექიმის ხალათი შემოვიცვი, ფეხზე ბახილები ამოვიცვი და გავეშურე პალატისკენ” - ჰყვება ექიმი ჰესი. ჰესმა, რომელიც გინეკოლოგია, წარმატებით მიიღო მშობიარობა და მოგვიანებით თავადაც ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.