loader

წვერიანი ქალი, რომელიც დაცინვის ობიექტი იყო, ახლა "ინსტაგრამის" ვარსკვლავია - "მე მომისმენია ასეთი რამ: "დაწვით“, „მოკალით, ვიდრე გამრავლდება“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წვერიანი ქალი, რომელიც დაცინვის ობიექტი იყო, ახლა "ინსტაგრამის" ვარსკვლავია - "მე მომისმენია ასეთი რამ: "დაწვით“, „მოკალით, ვიდრე გამრავლდება“

ოდესღაც წვერიანი ქალი ჰარნაამ კაური დაცინვის ობიექტი იყო, ახლა კი „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია და 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

გამომცემლობა Metro-სთვის მიცემულ ინტერვიუში გოგონამ ისაუბრა, თუ როგორ მიიღო საკუთარი სხეული და ისწავლა საკუთარი თავის სიყვარული, მიუხედავად ყველაფრისა.
"მე წვერიანი ქალი ვარ და ამით ვამაყობ.

მე მქვია ჰარნაამ კაური, მაგრამ უმრავლესობა მიცნობს, როგორც წვერიანი ქალი.

წვერი საიდან მაქვს? მე საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი მაქვს. ამ დაავადებით ყოველი მეხუთე ქალი იტანჯება. ამიტომ სხეულზე თმა და ჭარბწონიანობა ახასიათებთ, თუმცა წვერი იშვიათი შემთხვევაა.

ადამიანების უმრავლესობა წვერიანი ქალის ნახვისთვის მზად არ არის. მე მომისმენია ასეთი რამ: „დაწვით“, „მოკალით, ვიდრე გამრავლდება“, „მოგკლავ, თუ დაგინახე“, „იმდენად მახინჯი ხარ, რომ თავი უნდა მოიკლა“, „ეს სამყაროს დასასრულია. მოკვდი!“