loader

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, შესაძლოა, შერიგნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, შესაძლოა, შერიგნდნენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, შესაძლოა, შერიგნდნენ, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Us Weekly საკუთარ წყაროზე დაყრნობით იუწყება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განქორწინების პროცესის დასრულებაზე წყვილს არ უფიქრია. ანჯელინა ჯოლიმ კი ახლობლების წრეში განაცხადა, რომ თუ პიტი ოჯახში დაბრუნებაზე სერიოზულად იფიქრებს, შესაძლოა, შეურიგდეს. ჰოლივუდური ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ ბრედ პიტმა ალკოჰოლზმის დამარცხება გადაწყვიტა.
ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. განქორწინების ინიციატორი ჯოლი იყო. მან მეუღლეს შვილების მიმართ უხეშად მოპყრობაში დასდო ბრალი. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს იქორწინეს. მათ 6 შვილი ჰყავთ.