loader

რა არის ცნობილი ბარსელონაში მომხდარი სასტიკი ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი ბარსელონაში მომხდარი სასტიკი ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. მათ შაჰიდის ქამრები ეკეთათ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბარსელონას ცენტრში, ლას რამბლაზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. სისხლიან თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც "როიტერი" იუწყება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.