loader

ბარსელონაში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარსელონაში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

აქცია წუთიერი დუმილით ბარსელონას ცენტრალურ მოედანზე, პლასა დე კატალუნიაზე დაიწყო.

შემდეგ აქციის მონაწილეები რამბლას ქუჩის გასწვრივ გაემართნენ, სადაც გუშინ ტერაქტი მოხდა.

აქციაში კატალონიის და ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მე არ მეშინია!“

ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ქვეითად მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.