loader

ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია - 22 წლის ტერორისტს "შაჰიდის ქამარი" ეკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია - 22 წლის ტერორისტს "შაჰიდის ქამარი" ეკეთა

ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სპეცოპერაცია ბარსელონას ახლოს, სუბირატის რაიონში ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, 22 წლის იუნეს აბუიაკუბს "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ის დააკავეს.  ეთნიკურად მაროკოელი აბუიაკუბი 17 აგვისტოს ბარსელონაში განხორციელებული სისიხლიანი თავდასხმის ეჭვმიტანილი იყო. პოლიცია მის დასაკავებლად ანტიტერორისტულ რეიდებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა. ლა რამბლაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.