loader

სანკტ-პეტერბურგელმა ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს პაციენტს, რომელიც 2 500 წლისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანკტ-პეტერბურგელმა ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს პაციენტს, რომელიც 2 500 წლისაა

სანკტ-პეტერბურგის ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს პაციენტს, რომელიც 2 500 წლისაა. ეს ძველეგვიპტური მუმიაა, რომელიც ერმიტაჟში ინახება.
თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს ძველი ეგვიპტური ტაძრის მომღერალი ქალის გვამი იყო, მაგრამ რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ ეს მამაკაცის სხეულია. სავარაუდოდ, ის ქურუმი ან წარჩინებული გვარის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ერმიტაჟში ვარაუდობენ, რომ სარკოფაგები ოქტომბრის რევოლუციის დროს აერიათ. ზემოხსენებული მუმიის გარდაცვალების მიზეზის დადგენას მეცნიერები მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით აპირებენ. თუ კვლევის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, გამოკვლევისთვის ერმიტაჟის სხვა ”ბინადრებსაც” გააგზავნიან. სულ მუზეუმში 7 ძველეგვიპტური მუმიაა.