loader

ავსტრალიელი ფიტნეს-მოდელი პროტეინების გადაჭარბებულმა მიღებამ იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიელი ფიტნეს-მოდელი პროტეინების გადაჭარბებულმა მიღებამ იმსხვერპლა

დასავლეთ ავსტრალიაში ფიტნეს-მოდელის გარდაცვალების შემდეგ მოსახლეობას პროტეინის (ცილების) ჭარბი მიღების საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.
25 წლის მეგონ ჰეფორდი, ორი შვილის დედა, საკუთარ ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ჰეფორდი 2014 წლიდან აქტიურად ვარჯიშობდა, როგორც ბოდიბილდერი და იცავდა ე.წ. ცილოვან დიეტას და მისი საკვების რაციონი მეტწილად, მჭლე ხორცისგან და კვერცხისგან შედგებოდა. გარდაცვლილს 7 და 5 წლის შვილები დარჩა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილ ქალბატონს იშვიათი გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რაც მოჭარბებულ პროტეინებთან ვერგამკლავების მიზეზად იქცა...