loader

"სააკაშვილის რუსი საყვარელი ს-ექს პრეზიდენტთან საიდუმლო ურთიერთობაზე" - რაზე ალაპარაკეს სიცრუის დეტექტორზე შეერთებული რუსი გოგონა ПЕРВЫЙ КАНАЛ-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილის რუსი საყვარელი ს-ექს პრეზიდენტთან საიდუმლო ურთიერთობაზე" - რაზე ალაპარაკეს სიცრუის დეტექტორზე შეერთებული რუსი გოგონა ПЕРВЫЙ КАНАЛ-ზე

ПЕРВЫЙ КАНАЛ-ზე გადაცემა "На самом деле" (ხანგრძლივობა 54 წუთი) სრულად მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. სკანდალური შინაარსის გადაცემას კიდევ უფრო სკანდალური სახელწოდება შეურჩიეს - "სააკაშვილის რუსი სააყვარელი ს-ექს პრეზიდენტთან საიდუმლო ურთიერთობის შესახებ".

"ორი ქალი, რომლებიც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ, დაგვთანხმდა ინტერვიუს მოცემაზე. ძვირად ღირებული ავტომობილები, სამკაულები და... აგრესია.

ელენა ბურჩაკი პირველად საუბრობს სკანდალურ პოლიტიკოსთან კავშირზე - გულუხვ საჩუქრებზე, ზრუნვაზე და ამის არასახარბიელო შედეგებზე. ელენა მზად არის, გახსნას საიდუმლო, რომელიც მისი და სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრებს ეძღვნება...

სიუჟეტის მეორე გმირია  მიხეილ სააკაშვილის საყვარელი მასაჟისტი დოროტი შტეინი ( დოქტორ დოტი), რომელიც ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მასაჟისტად ითვლება და თავს იწონებს იმით, რომ მის კლიენტთა შორის ბრუს უილისი, პერის ჰილტონი და სხვა ცნობილი ადამიანები არიან. მისი წარმატებისა და პოპულარობის მიზეზი კი მასაჟის უნიკალური ტექნიკა გახდა. საქართველოს ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დოტისთან მასაჟისთვის უზარმაზარი საბიუჯეტო თანხები დახარჯა. დოტი კი ირწმუნება, რომ სააკაშვილი მისთვის მხოლოდ კლიენტი იყო და არაფერი განსაკუთრებული მათ ურთიერთობაში არ ყოფილა. ეს მართალია?", - წერია გადაცემის ოფიციალურ აღწერილობაში.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის პირველი რესპოდენტი, ელენა, სიცრუის დეტექტორზე შეაერთეს და ისე საუბრობდა ამ ისტორიების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის არაერთი ცენტრალური თოქ-შოუ მიეძღვნა სააკაშვილის პირად ცხოვრებას. მათ შორის "Россия 24"-ის "პირდაპირი ეთერი", რომელსაც ასევე სკანდალური დასათაურება ჰქონდა ("სენსაციური კავშირი სააკაშვილსა და ოპერის მომღერალ მაკსაკოვას შორის". იხ. ბმული). აღნიშნულ გადაცემაში ექსპრეზიდენტსა და პოპულარული ოპერის მომღერლის, მარია მაკსაკოვას შორის პირად ურთიერთობებზე არაერთი მინიშნება გაკეთდა. გადაცემაში მიწვეული იყო ლალი მოროშკინაც, რომელმაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რა კავშირი აქვთ სააკაშვილს, პოროშენკოსა და მაკსაკოვას... (გადაცემის ჩანაწერის ნახვა).