loader

შემზარავი კადრები ერევნიდან, რომელიც პოლიციამ გაავრცელა: როგორ აწამებს გამტაცებელი მძევალ გოგონას (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები ერევნიდან, რომელიც პოლიციამ გაავრცელა: როგორ აწამებს გამტაცებელი მძევალ გოგონას (+18)

ერევანში ახალგაზრდა მამაკაცმა საბილიარდოში მძევლად გოგონა აიყვანა. შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა. მძევლის გათავისუფლების ოპერაციის დროს მამაკაცი დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. უკვე ცნობილია მისი ვინაობაც: იგი 1986 წელს დაბადებული გორ აკოპიანია. პოლიციამ მისი გაუვნებელყოფის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გოგონას მძევლად აყვანის მიზეზი და მოტივი უცნობია.
სომხეთის პოლიციამ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ექცევა მოძალადე მძევალს, რომელსაც ყელზე დანა აქვს მიბჯენილი, ხოლო სხეულზე სისხნაჟღენთები და ნაკაწრები ეტყობა.