loader

მონაზვნის ფორმებში გადაცმულმა ქალებმა ბანკი გაძარცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მონაზვნის ფორმებში გადაცმულმა ქალებმა ბანკი გაძარცვეს

პენსილვანიის პოლიცია მონაზვნის ფორმებში გადაცმულ ორ შეიარაღებულ ქალს ეძებს. ”როიტერის” ინფორმაციით, სასულიერო პირების ფორმაში გადაცმული მძარცველები ტენერვილის ბანკში დღისით შეცვივდნენ და თანამშრომლებს იარაღის მუქარით ფული გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ფაქტის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც ბანკის კამერებმა დააფიქსირა. პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ორივე მათგანი შეიარაღებულია.