loader

ტაჯიკეთში 23 წლის მასწავლებელმა პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მისი დაქორწინება ბრძანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაჯიკეთში 23 წლის მასწავლებელმა პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მისი დაქორწინება ბრძანა

ქორწინება პრეზიდენტის ბრძანებით: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სოფლის სკოლის 23 წლის მასწავლებელმა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს ლექსი მიუძღვნა. პრეზიდენტმა მადლიერების ნიშნად მას საათი აჩუქა და როცა გაიგო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უცოლო იყო, ადგილობრივ ხელისუფლებას მისი დაქორწინება უბრძანა. პატარძალი რეკორდულად მცირე დროში იპოვეს. მანამდე ახალდაქორწინებულები ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. პატარძალი ადგილობრივი საავადმყოფოს ექთანია. იგი ქორწინებას ერთი პირობით დათანხმდა: რომ ქმარი მას მუშაობის უფლებას მისცემდა. ქორწილის ხარჯები რაიონულმა ადმინისტრაციამ დაფარა. გარიგებით ქორწინება ტაჯიკეთში ბუნებრივი და მიღებულია, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებით ქორწინება, სავარაუდოდ, პირველად მოხდა.