loader

რამდენიმე მოხალისე კამერებში 5 დღე მარტო, ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე - ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე მოხალისე კამერებში 5 დღე მარტო, ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე - ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ

ბრიტანულმა არხმა Channel 5-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება: ჩაეკეტა რამდენიმე მოხალისე კამერებში მარტო, ცივილიზაციის ყველა იმ ატრიბუტიკისგან შორს, რომლებსაც მიჩვეულნი ვართ. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ...

Channel 5-მა გადაწყვიტა, გადაეღო პროგრამა "მარტოსული", რომელსაც საფუძვლად ანტისოციალური ექსპერიმენტი ედო: ტელეწამყვან ჯორჯ ლემსა და კიდევ ოთხ მოხალისეს 5 დღე უნდა გაეტარებინათ კამერებში სრულიად მარტოს. მათ განკარგულებაში საჭმელი, ტუალეტი, საწოლი და კიდევ ერთი ნივთი იყო, რომელიც შეთავაზებული 3-დან უნდა აერჩიათ და ელექტრომოწყობილობას არ წარმოადგენდა.