loader

რუსმა მოსწავლემ ინფორმატიკის მასწავლებელს გაკვეთილზე სროლა აუტეხა - თვითმხილველის კადრები (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა მოსწავლემ ინფორმატიკის მასწავლებელს გაკვეთილზე სროლა აუტეხა - თვითმხილველის კადრები (+18)

საშინელი ინციდენტი მოხდა მოსკოვის შემოგარენის პატარა ქალაქ ივანტეევკაში. მე-9 კლასელი ბიჭი ინფორმატიკის გაკვეთილზე პისტოლეტითა და ნაჯახით შეიარაღებული მივიდა. მან სროლა პირდაპირ გაკვეთილზე ატეხა და მასწავლებელი სცემა. სკოლაში ამ დროს ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მეზობელ კლასში ღია გაკვეთილს იღებდნენ. სროლის დროს პანიკა ატყდა. ბავშვების ნაწილმა თავის დაღწევა ფანჯრიდან გადახტომით სცადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭმა თანაკლასელებს დაურეკა და უთხრა, რომ მათ ჰქონდათ 1 წუთი, რათა კლასი დაეტოვებინათ.

დამნაშავე მოზარდს თანაკლასელები უცნაურ ადამიანად ახასიათებენ. იგი ჩაკეტილი ადამიანი იყო, ახირებული გატაცებები ჰქონდა და სოციალურ ქსელში მაიკლ კლიბოლდის სახელით იყო დარეგისტრირებული, რომელმაც 1999 წლს ამერიკულ სკოლაში ასევე სროლა მოაწყო: დაჭრა 23 და მოკლა 13 ადამიანი. როგორც ჩანს, მოზარდი ინფორმატიკის მასწავლებელს ვერ ეწყობოდა და მის შენიშვნებზე მტკივნეულად რეაგირებდა.

რუსი მოზარდი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. გამოძიება დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობს.