loader

აშშ-ს ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "ირმა" უახლოვდება, რომლის სიჩქარეც საათში 220 კილომეტრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ს ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "ირმა" უახლოვდება, რომლის სიჩქარეც საათში 220 კილომეტრია

ამერიკას კიდევ ერთი ქარიშხალი, სახელწოდებით "ირმა" უახლოვდება, რომლის სიჩქარე უკვე აღწევს 220 კილომეტრს საათში. პუერტო-რიკოსა და აშშ-ის ფლორიდის შტატში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

სპეციალისტების პროგნოზით, იმ ტერიტორიებზე, სადაც შტორმია მოსალოდნელი, 25 სანტიმეტრის ოდენობით ნალექს ელოდებიან, ტალღების სიმაღლე კი რვა მეტრს მიაღწევს.

აშშ-ის შესაბამისი სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს და სათანადო რეკომენდაციებით მიმართავს, რაც სურსათისა და სასმელი წყლის რამდენიმედღიანი მარაგის შევსებას ეხება. ფლორიდის გუბერნატორმა "ტვიტერზე" სპეციალური გვერდი გახსნა, რომლიდანაც აქტიურად ხდება მოსახლეობის ინფორმირება.