loader

კადრები მექსიკიდან, სადაც მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მექსიკიდან, სადაც მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა რყევების ზონაში მოხვედრილ ყველა მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დანგრეულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო შენობები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნეტომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაზარალებულ რეგიონებს ესტუმრება.