loader

პირდაპირი ეთერი აშშ-დან - ქარიშხალ ირმას დამანგრეველი ეფექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი აშშ-დან - ქარიშხალ ირმას დამანგრეველი ეფექტი

ფლორიდის შტატში მაიამის ზოგიერთი რაიონი დატბორილია, რაც ქარიშხალმა ირმამ გამოიწვია. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ამ დროისთვის სტიქიამ შტატის დასავლეთ სანაპიროს მიაღწია, რასაც თან ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ახლავს.

ქარიშხლის სიჩქარემ ოდნავ იკლო და მას ამჟამად მესამე კატეგორიის სიძლიერე აქვს მინიჭებული. მისი სიჩქარე საათში 175 კილომეტრს შეადგენს.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით კი, ფლორიდაში ქარიშხლის შედეგად, 3 მილიონზე მეტი შენობა და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მანამდე, შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო და გააფრთხილა, რომ მათ სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.