loader

როგორ გამოიყურება ლვოვის სასტუმრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ლვოვის სასტუმრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს

ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა ლვოვშია და თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ლვოვში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ სასტუმრო "Leopolis"-ში გაჩერდნენ.

როგორც booking.com-ზე ვკითხულობთ, სასტუმრო "ლეოპოლისი" ლვოვის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროდან სამი წუთის სავალზეა ლვოვის ოპერის თეატრი და ქალაქის კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ "ევრო 2012"-ის დროს ამ სასტუმროში იყო განთავსებული უეფას შტაბბინა.

2010 წელს სასტუმრომ დაიმსახურა World Travel-ის პრემია ნომინაციაში "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო".