loader

აზიის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კომპანიის იუბილეზე თანამშრომლებს საკუთარი ნომერი მიუძღვნა - ნახეთ რა გააკეთა მან ამჯერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზიის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კომპანიის იუბილეზე თანამშრომლებს საკუთარი ნომერი მიუძღვნა - ნახეთ რა გააკეთა მან ამჯერად

აზიის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და „ალიბაბას“ დამფუძნებელმა ჯეკ მამ კომპანიის 18-წლის იუბილეზე მაიკლ ჯექსონი განასახიერა.
ჯეკ მამ კოლეგებთან ერთად ჯექსონის ცნობილ ჰიტზე Billie Jean იცეკვა. იუბილეს „ალიბაბას“ 40 ათასი თანამშრომელი ესწრებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ალიბაბას“ დამფუძნებელმა თანამშრომლებისთვის იცეკვა. 2009 წელს „ალიბაბას“ 10 წლის იუბილეზე, ჯეკ მამ ცნობილი ანიმაციიდან „მეფე ლომი“ სიმღერა შეასრულა.
ჯეკ მა აზიისა და ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 39 მილიარდი დოლარია.