loader

სკანდალი სამეფო ოჯახში - პრინცესა დიანას ქალიშვილი ჰყავს, ავარიის დროს ის ფეხმძიმედ იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი სამეფო ოჯახში - პრინცესა დიანას ქალიშვილი ჰყავს, ავარიის დროს ის ფეხმძიმედ იყო

1997 წელს ავტოავარიაში ყველასთვის საყვარელი პრინცესა დიანა დაიღუპა. მთელი ამ 20 წლის მანძილზე მსოფლიომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ვაჟების გარდა, პრინცესას მოზრდილი ქალიშვილიც ჰყავს.

გოგონას სარა ჰქვია და ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამჟამად ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რაც მასზეა ცნობილი.

ის ქვეყანას ხელოვნური განაყოფიერების გზით მოევლინა. გერმანული ჟურნალის, Gala-ს ცნობით, 1982 წელს ელისაბედ II-მ პრინცესა დიანას კვერცხუჯრედით ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება მოითხოვა. ამით დედოფალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ჩარლზის საცოლე სამეფო ოჯახის გამრავლებას შეძლებდა.

როგორც წესი, კვერცხუჯრედი უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ ექიმმა, რომელმაც განაყოფიერების პროცედურა ჩაატარა, კვერცხუჯრედის დატოვება მოისურვა.

მოგვიანებით, მან სამეფო გენების მატარებელი კვერცხუჯრედი საკუთარ ცოლს გადაუნერგა. ქალი გოგონასთვის, ფაქტობრივად, სუროგატი დედა გახდა.

ამ ამბავს ქეითისა და პრინც უილიამის ნიუ-იორკში ვიზიტიც ამყარებს, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი დასახელებულ დასთან შეხვედრას აპირებდნენ.

პრინცესა დიანას დაბადებულ და არდაბადებულ შვილებზე ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ლედი დი ავტოავარიაში მოხვედრისას ფეხმძიმედ იყო და როგორც ამბობენ, სწორედ ბავშვის მამასთან ერთად დაიღუპა. ვინ იცის, იქნებ ეს ჭორი სულაც არ არის?