loader

კადრები აზერბაიჯანიდან, სადაც ავტოავარიას 4 ქალი, მათ შორის, ერთი ფეხმძიმე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აზერბაიჯანიდან, სადაც ავტოავარიას 4 ქალი, მათ შორის, ერთი ფეხმძიმე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის ქალაქ სალიანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი კომპანიის 4 თანამშრომელი ქალი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

27 წლის მძღოლი, რომელიც კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

აზერბაიჯანული სააგენტო HAQQIN.AZ-ის ინფორმაციით, ВАЗ-2106 მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა "მერსედესს". შეჯახების შედეგად „ჟიგულის“ ოთხივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ფეხმძიმე იყო.

მძიმე მდგომარეობაში არიან "მერსედესის" მგზავრებიც. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალას აზერბაიჯანული სააგენტო VIRTUALAZ.ORG ავრცელებს.