loader

რა ხდებოდა მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის დროს, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მექსიკაში ძლიერი მიწისძვრის დროს, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად სხვა შენობებს შორის სკოლაც დაინგრა, რის შედეგადაც 20 ბავშვი და მასწავლებლები დაიღუპნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

"ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. სხვა შენობებთან ერთად დაინგრა სკოლა და დაიღუპა 20 ბავშვი და მასწავლებლები - ეს არის ყველაზე შემაძრწუნებელი ინფორმაცია, რომელიც 19 სექტემბერს უკავშირდება. ქალაქში დიდი ნგრევაა, ნგრევაა სხვა შტატებშიც.