loader

რატომ უწოდა ტრამპმა ნამიბიას "ნამბია"? - პრეზიდენტის ამ ფრაზას მედიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უწოდა ტრამპმა ნამიბიას "ნამბია"? - პრეზიდენტის ამ ფრაზას მედიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში აფრიკული სახელმწიფოების პრეზიდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას, აფრიკის ქვეყნებზე საუბრისას, ტრამპმა სახელმწიფო „ნამბია” ახსენა, სადაც, მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა უფრო და უფრო უმჯობესდება.

პრეზიდენტის ამ ფრაზას მედიის წარმომადგენლები "თვითერზე" გამოეხმაურნენ. მათ ვერ გაიგეს, რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა ტრამპი: ზამბიას, ნამიბიას თუ ზამუნდას. აღმოჩნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ნამბიაში“ ნამიბიას გულისხმობდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში სწორედ ეს სახელმწიფო იყო მითითებული.

ტრამპის თქმითვე, მისი მეგობრები აფრიკის ქვეყნებში გასამდიდრებლად ჩადიან.