loader

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი ლიდერობს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის" კონსერვატიული პარტიული ბლოკი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს.

როგორც "დოიჩე ველე" წერს, მერკელის ბლოკს მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას", რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, ხმა ამომრჩეველთა 20,5%-მა მისცა. "სოციალ-დემოკრატებმა" უკვე განაცხადეს, რომ კოალიციის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ოპოზიციაში გადადიან.