loader

ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ - ამერიკელ წამყვანს პირდაპირ ეთერში მშობიარობა დაეწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ - ამერიკელ წამყვანს პირდაპირ ეთერში მშობიარობა დაეწყო

აშშ-ში, News 4-ის წამყვანს ტელეკომპანია NBC-იდან, ნატალია პასკუარელას(Natalie Pasquarella‏) პირდაპირ ეთერში დაეწყო მშობიარობა.

ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც ჟურნალისტს კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელ Twitter-ზე, სადაც ადმინისტრაცია აპირებს სიმბოლების ლიმიტის გაზრდას 140-იდან 280-მდე.

პასუხის გაცემის წინ პასკუარელამ ჩაიხითხითა, სტუდიაში მყოფმა კოლეგები ვერც მიხვდნენ, რომ ტელეწამყვანმა ამ დროს წყლები დაღვარა, ნატალი ფეხმძიმობის მე-8 თვეში იმყოფებოდა.

ბოლო-ბოლო ნატალიამ შეძლო ეთერის ბოლომდე ჩათავება, შემდეგ კი ითხოვა საავადმყოფოში გადაყვანა, ქალს საავადმყოფოში გაყვნენ პროგრამის პროდიუსერი და სხვა კოლეგები.

სამშობიაროში მისულს კი მეუღლე იქ დახვდა. შედეგად 35 წლის პასკუარელამ ჯანსაღი ბიჭი იმშობიარა, რომლის წონა 5 ფუნტი და ექვსი უნციაა, ბიჭუნას ჯეიმინ ჯეიმსი დაარქვეს.

ჩვილი ერთი თვით ადრე, 8 თვიანი დაიბადა და როდესაც დედიკო სულ არ ელოდა, ისეთ დროს და უადგილო ადგილზე მოუნდა ამ ქვეყნად მოვლენა.