ისლამური სახელმწიფო რუსი ტყვეების ვიდეოს ავრცელებს
ვიდეოში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტოს მიერ ვრცელდება, ორი რუსი სამხედროა აღბეჭდილი. ერთ-ერთი მამაკაცი აცხადებს, რომ იგი რომან ზაბოლოტნია. მათ სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნებათ.