loader

ლონდონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ლონდონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმთან მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი უკვე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.