loader

მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ „მანამ არ წავლენ, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს“.

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

აღნიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

აქციაში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობა”, „ეროვნული კორპუსი“, „თავისუფლება“ , სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარტიები.