loader

ჩანაწერში ჩანს, როგორ შეასხა თავდამსხმელმა, რომელმაც ჟურნალისტს დანა ყელში დაარტყა, დაცვის თანამშრომელს სახეში გაზის აეროზოლი და შენობაში შეიპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩანაწერში ჩანს, როგორ შეასხა თავდამსხმელმა, რომელმაც ჟურნალისტს დანა ყელში დაარტყა, დაცვის თანამშრომელს სახეში გაზის აეროზოლი და შენობაში შეიპარა

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" დაჭრილი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამის შესახებ "ეხო მოსკვი" წერს.

მათი ინფორმაციით, ჟურნალისტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ 48 წლის თავდამსხმელმა ბორის გრიცმა ჟურნალისტს დანა ყელის არეში დაარტყა. ის რედაქციაში მთავარი შესასვლელიდან შევიდა და დაცვის თანამშრომელს სახეში გაზის აეროზოლი შეასხა. ეს რედაქციასთან დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირა.