loader

სენსაციური კადრები: "ნასამ" გადაიღო გიგანტური პლანეტა, რომელიც დედამიწას ჩამოეფარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაციური კადრები: "ნასამ" გადაიღო გიგანტური პლანეტა, რომელიც დედამიწას ჩამოეფარა

"ნასას" მეცნიერებმა გადაიღეს უცნაური გიგანტური ციური სხეული, რომელიც დედამიწას ჩამოეფარა. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა, მეცნიერების ვარაუდით, გიგანტური პლანეტა ნიბირუა აღბეჭდილი.

ცნობილია, რომ გადაღება 19 ოქტომბერს, ცენტრალური ევროპის დროით საღამოს 8:41-დან 9:25-მდე მიმდინარეობდა. უფოლოგები აცხადებენ, რომ გიგანტური ზომის ციური სხეული სწორედ ახლადაღმოჩენილი პლანეტა ნიბირუა, რომელიც, ზოგიერთი კონსპიროლოგის აზრით, დედამიწას უნდა დაეჯახოს.

მეორე, უფრო პროზაული ვერსიით კი, კადრზე აღბეჭდილი ჩრდილი, შესაძლოა, მთვარეს ეკუთვნოდეს, რომლის ორბიტალურმა ტრაექტორიამ, სწორედ მაგ დროს, მზესა და თანამგზავრის კამერებს შორის გაიარა.