loader

ვინ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთში მოხუცებს აყაჩაღებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთში მოხუცებს აყაჩაღებდნენ

ბერძნული მედია საქართველოს 8 მოქალაქის ფოტოს ავრცელებს, რომლებსაც ბრალი 85 წლის ქალის ცემასა და წამებაში ედებათ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დაკავებულებს შორის ქალებიც არიან.

გუშინ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათენში 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ასევე, მათი ცნობით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს. მათ შორისაა ავსტრიის მოქალაქეზე განხორციელებული თავდასხმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.

"საკონსულო არის მუდმივ კონტაქტზე პოლიციასთან და დამატებითი დეტალების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.