loader

მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და „ალაჰ აკბარს“ და „ღმერთი დიდიას“ სკანდირებდა - ახალი დეტალები მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და „ალაჰ აკბარს“ და „ღმერთი დიდიას“ სკანდირებდა - ახალი დეტალები მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, თავდამსხმელს ნამდვილი იარაღი არ ჰქონია, თუმცა 7 ადამიანი ავტომობილის დაჯახებით მოკლა.
შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 15-მა ადამიანმა, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველთა განცხადებით, დაჯახების შემდეგ მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და „ალაჰ აკბარს“ და „ღმერთი დიდიას“ სკანდირებდა. აღნიშნულ მომენტში კი, სამართალდამცველებმა მის საწინააღმდეგოდ ცეცხლი გახსნეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი, პოლიცია კი მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებს.