loader

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი" გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი" გახდა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩი" გახდა. შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი მან მოსკოვში მიიღო.

ემირ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ინიციატივას "აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე" მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობაზე.

"მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" მოწოდებას. აფხაზეთში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენარჩუნებული უნდა იყოს და მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახონ", - განაცხადა ემირ კუსტურიცამ.

მისი თქმით, აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია და მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურება.