loader

რა ხდება ირანში 2017 წლის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ირანში 2017 წლის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ

ირანის დასავლეთით, პროვინცია კერმანშაჰში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი 7 000-მდეა, - ამის შესახებ კრიზისულ სიტუაციათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 407 ადამიანს შეადგენს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 152 "ავთერშოკი" დაფიქსირდა.

ირან-ერაყის საზღვარზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კვირას, საღამოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის - ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში.