loader

შემაძრწუნებელი კადრები საბერძნეთიდან - წყალდიდობამ უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები საბერძნეთიდან - წყალდიდობამ უკვე 17 ადამიანი იმსხვერპლა

გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ საბერძნეთის ქალაქები - მანდრა და ნეა პერამოსი დააზარალა. "როიტერის" ინფორმაციით, დაღუპულების რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია.

უკვე რამდენიმე დღეა სტიქიის ზონებში მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში დახმარების თხოვნით 200-ზე მეტი ზარი შევიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მცირე და მსხვილ მეწარმეებს დიდი ზარალი მიადგათ.