loader

როგორ მოიქცა ყირგიზეთის პრეზიდენტი, როდესაც ჟურნალისტმა საათის ჩუქება სთხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოიქცა ყირგიზეთის პრეზიდენტი, როდესაც ჟურნალისტმა საათის ჩუქება სთხოვა

ყირგიზეთში, პრეზიდენტის პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ალმაზბეკ ატამბაევს უჩვეულო თხოვნით მიმართა - მისთვის სახსოვრად მაჯის საათი ეჩუქებინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო АКИpress ავრცელებს.

ოქტომბერში ყირგიზეთში არჩევნები გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა მოიპოვა. ალმაზბეკ ატამბაევის საპრეზიდენტო ვადა 24 ნოემბერს იწურება, აღნიშნულ პრესკონფერენციაზე მან სწორედ 6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდი შეაჯამა.

ადგილობრივი გაზეთის "დე ფაქტოს" რედაქტორი კითხვის დასასმელად წამოდგა და პრეზიდენტს მოუყვა თავის სიზმარზე, რომელშიც პრეზიდენტმა მას საათი აჩუქა. ამის შემდეგ კი ქვეყნის პირველ პირს თხოვნით მიმართა, ნამდვილად ეჩუქებინა მისთვის მაჯის საათი. ატამბაევს გაეცინა, საათი მოიხსნა და ჟურნალისტს გადასცა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა, რომ "მან შარვალი არ მოითხოვა სახსოვრად".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ატამბაევის საათზე გამოსახულია მანასი - ყირგიზული ეპოსის მთავარი გმირი, რომელიც ისტორიულ წყაროებში მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება.

ქვეყნის პრეზიდენტობამდე ატამბაევი ორჯერ იყო ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სამჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და 2011 წელს არჩევნებში გაიმარჯვა კიდეც.