loader

"ძლიერი ბიჭები! 400... 700... 800 დოლარი" - მიგრანტებს აუქციონზე მონებად ყიდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძლიერი ბიჭები! 400... 700... 800 დოლარი" - მიგრანტებს აუქციონზე მონებად ყიდიან

ლიბიაში მიგრანტებს მონებად აუქციონზე ყიდიან. ვიდეო რამდენიმე დღის წინ СNN-მა გაავრცელა.

კადრები, სავარაუდოდ, აგვისტოშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ფერმაში სამუშაოდ აფრიკელ მიგრანტებს ყიდიან.
"ძლიერი ბიჭები! 400... 700... 800," - ასახელებს ვიდეოში მამაკაცი.

"სი-ენ-ენ-ის" ინფორმაციით, მსურველებმა, საბოლოოდ, თითოეული მიგრანტი 400 დოლარად შეიძინეს. ლიბიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აუქციონის თაობაზე გამოძიებაა დაწყებული.