loader

იემენში 900 000 ადამიანი ქოლერითაა დაავადებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იემენში 900 000 ადამიანი ქოლერითაა დაავადებული

გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, იემენის მოსახლეობას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილობა ემუქრება, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს. "წითელი ჯვრის" ინფორმაციით, იემენში 900 000 ადამიანი ქოლერითაა დაავადებული, ხოლო გაეროს მონაცემებით, შიმშილის ზღვარზე 7 მილიონი ადამიანი იმყოფება.

იემენი მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული. ბლოკადის გამო ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება. მოსახლეობის სიცოცხლისათვის საჭირო პროდუქტების, საწვავის და მედიკამენტების მიწოდება პრაქტიკულად შეჩერებულია.