loader

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გაკეთდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალ რაკეტას "ჰვასონ-15" დაარქვეს.

"ჰვასონ-15" არის მძლავრი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელზეც შეიძლება უახლესი ტიპის ბირთვული ქობინი განთავსდეს. "ჰვასონ-15"-ის გაშვებას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა, რომელმაც რაკეტას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მიღწევაა ქვეყნის ბირთვული შეიარაღების პროგრამაში", - იუწყება ჩრდილოკორეული ტელევიზია.