loader

ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის კადრები

დღეს ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 პირია დაკავებული, - ამის შესახებ ესპანური მედია წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 16 პირი. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ის დანაშაულებრივი ჯგუფის ე.წ. საერთო სალაროდან ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა. აღსანიშნავია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე 2010 წელსაც დააკავეს და მაშინ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.