loader

ალბათ ბევრს სმენია, რომ ჩიტები თვითმფრინავებს აზიანებენ, მაგრამ ცოტას თუ უნახავს როგორ გამოიყურება ეს პროცესი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალბათ ბევრს სმენია, რომ ჩიტები თვითმფრინავებს აზიანებენ, მაგრამ ცოტას თუ უნახავს როგორ გამოიყურება ეს პროცესი

ბოულინგში "სტრაიკი" საუკეთესო დარტმაა, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ. საავიაციო ჟარგონზე კი "სტრაიკს" ეძახიან მოვლენას, როდესაც ჩიტი მოულოდნელად კვეთს თვითმფრინავის ტრაექტორიას. ეს როგორც წესი, ჩიტისთვის პროგნოზირებადი შედეგით სრულდება.

ავიახაზებისთვის ეს სერიოზული მოვლენაა, რადგან მსგავსი ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, რათა შეუმჩნეველი ხარვეზები არ დარჩეს, რომლმაც, შესაძლოა, თვითმფრინავი კატასტროფამდე მიიყვანოს თუ მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. კვლევების თანახმად, ფრინველის თვითმფრინავთან დაჯახების მხოლოდ 5% სრულდება ავიალაინერის დაზიანებით. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ფრინველთან დაჯახების შემდეგ თითქმის ყველა მათგანი ბრუნდება აეროპორტში ან ახორციელებს საგანგებო დაშვებას.