loader

რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა

რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოხმარებაა.

რაც შეეხება იმ რუს სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგი არ აქვთ მიღებული, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნეიტრალური დროშით შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, ვინაიდან დოპინგის გამო ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად ვერ მიიღებს ქვეყანა. რუსი სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში კი, არა რუსეთის ჰიმნი, არამედ ოლიმპიური ჰიმნი აჟღერდება. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით რუსული მხარის პოზიცია უცნობია.